ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) ბიზნესისა და მენეჯმენტის პროგრამა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) მხარდაჭერით, იწყებს სასტიპენდიო პროგრამაზე მიღებას. პროგრამა განკუთვნილია საქართველოში საჯარო და არასამთავრობო სექტორში მომუშავე მენეჯერებისთვის, მათ შორის ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, საუნივერსიტეტო, სასკოლო, კულტურისა და სამედიცინო სფეროებში მომუშავე სპეციალისტებისთვის.
სტიპენდიის მსურველებს უნდა ჰქონდეთ მინიმუმ 8 წლიანი პროფესიული გამოცდილება, მათ შორის მინიმუმ 3 წელი მენეჯმენტის სფეროში და ბაკალავრის ხარისხი.
წყარო: idfi.ge