en
ge

სომხურენოვანი ფასილიტატორი/მენტორი

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში აგრძელებს ინიციატივას „ახალგაზრდები სოციალური ცვლილებისთვის“, რომელიც პროგრამის „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ (GBSS) ფარგლებში ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით.

ინიციატივის ამოცანაა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და დისკრიმინაციული გენდერული ნორმების ცვლილება ახალგაზრდების ხელმძღვანელობით განხორციელებული ადგილობრივი ინიციატივების მეშვეობითა და თანასწორთა მობილიზების გზით.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ აცხადებს შესარჩევ კონკურსს სომხურენოვანი ადგილობრივი ფასილიტატორის/მენტორის პოზიციაზე. ინიციატივა განხორციელდება სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში და ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჩართულობით და მათი ხელმძღვანელობით განხორციელებული ადგილობრივი ინიციატივების მეშვეობით გენდერული თანასწორობის განმტკიცებას და დისკრიმინაციული გენდერული ნორმების ცვლილებას.

წყარო: jobs.ge