„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის - PHR“ ფონდების მოძიების სპეციალისტს (ფანდრაიზერს) ეძებს.
სამუშაო განაკვეთი: არასრული
მოვალეობები/ფუნქციები:
პოტენციური დონორების იდენტიფიცირება;
დონორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია;
დონორებთან და პოტენციურ დონორებთან გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებული კომუნიკაცია;
საპროექტო განაცხადებზე/იდეებზე მუშაობა;
საგრანტო კონკურსების მუდმივი მონიტორინგი და დონორთა ბაზების შექმნა-მართვა;
რესურსების მობილიზაციის კუთხით ორგანიზაციის მხარდაჭერა;
ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან ერთად საპროექტო განაცხადების ფორმულირება;
ფინანსური მენეჯერის დახმარებით საპროექტო განაცხადების ბიუჯეტის მომზადება.
წყარო: phr.ge