„ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი“ პროექტ „პროფესიული განათლების სისტემების მოდერნიზაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში ფაზა 2 ის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SDC) მიერ და ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის - SECTORs“ ფარგლებში, აცხადებს მსურველთა მიღებას „დეკორატიული მებაღეობის“ მოსამზადებელ სასწავლო კურსზე. კურსში მონაწილეობა შეუძლიათ გურიის მცხოვრებ კანდიდატებს.
მოკლევადიან სასწავლო კურსში ჩართული პირები გაივლიან როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სწავლების 50 საათიან კურსს. კურსს გაუძღვებიან სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის (ADA) ექსპერტები.
წყარო: jobs.ge