en
ge

დაიწყო განაცხადების მიღება ონლაინ სასწავლო კურსზე

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) პური მსოფლიოსთვის (Bread for the World) მხარდაჭერით იწყებს განაცხადების მიღებას ონლაინ სასწავლო პროგრამაზე „საზოგადოებრივი მონაწილეობა ადგილობრივი განვითარებისთვის.“ 

კურსის მიზანია დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა მისცეს აიმაღლონ ცოდნა და კომპეტენცია ადგილობრივი თვითმმართველობის არსის, მისი ფუნქციონირების პრინციპებისა და ღირებულებების შესახებ, გაიგონ ამ პროცესში რა მნიშვნელობა და გავლენა აქვს საზოგადოებრივ მონაწილეობას და სამოქალაქო ჩართულობას, გაეცნონ მონაწილეობის სამართლებრივ და ინსტიტუციურ მექანიზმებს, გაანალიზონ ამ პროცესების ძლიერი და სუსტი მხარეები, შეაფასონ არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები. 

კურსის მონაწილეები შეისწავლიან ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სხვადასხვა მონაწილე მხარეებთან ეფექტური თანამშრომლობისა და კომუნიკაციის საკითხებს, როგორ უნდა დაგეგმონ და განახორციელონ მონაწილეობითი პროცესი. პროგრამა მიმართულია მონაწილეთა ანალიტიკური უნარების გაძლიერებაზე. კურსი განკუთვნილია საზოგადოებრივი (არასამთავრობო) ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის, სტუდენტებისთვის, საჯარო მოხელელეების და სამოქალაქო აქტივისტებისთვის. სასწავლო კურსი არის დისტანციური და ყველა აქტივობა: ლექციები, დისკუსიები, დავალებები ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს.

წყარო:civilin.org