en
ge

მოთხოვნა გრაფიკული ვიდეორგოლის დამზადებაზე

„ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი“, ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, „მედევაკის“ პროგრამის ფარგლებში (ონკოგინეკოლოგიური სერვისების ხარისხის გაუმჯობესება დასავლეთ საქართველოში), იწვევს დაინტერესებულ მხარეებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გრაფიკული ვიდეორგოლის დამზადებაზე აპვ ვაქცინაციის და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის თემაზე.

წინადადება: განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს წინადადების ტექნიკური სპეციფიკაცია, ვიდეო კლიპის აღწერილობა შემოთავაზებული თემატური გზავნილებით და კლიპის ვიზუალის აღწერილობით.

წყარო: jobs.ge