en
ge

ტრენინგი: საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარების გაუმჯობესება ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი იწყებს ტრენინგების სერიას – „საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარების გაუმჯობესება ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით“.

ტრენინგების მიზანია, აღჭურვოს საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ახალგაზრდები და სამოქალაქო აქტივისტები საზოგადოებასთან გაუმჯობესებული ურთიერთობის, მხარდამჭერების მოზიდვისა და მოხალისეობრივი ან ქრაუდფანდინგის კამპანიების ორგანიზების საჭირო უნარებით. ეს ერთის მხრივ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი, სათემო ორგანიზაციებისა და ჯგუფების გაძლიერებასა და მათი შესაძლებლობების განვითარებას, ხოლო მეორეს მხრივ, გააუმჯობესებს სამოქალოქო სექტორის მოქნილობასა და ფინანსურ მდგრადობას.

ტრენინგები ჩატარდება ორ ეტაპად: 1 ეტაპი – 2022 წლის მაისი-ივნისი; მეორე ეტაპი – 2022 წლის სექტემბერი-ოქტომბერი.

ტრენინგი ტარდება პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის” ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.

წყარო: jobs.ge