en
ge

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა 2022 - ახალი შრომა: გლობალური და ადგილობრივი გამოწვევები

კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმა, ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, იწყებს კრიტიკული პოლიტიკის სკოლისთვის მონაწილეების შერჩევას.

2022 წელს, კრიტიკული პოლიტიკის სკოლები ჩატარდება ქ. თბილისსა და ქ. ბათუმში, ფიზიკურ სივრცეებში. სკოლის მიზანია ფართო და თანმიმდევრული პლატფორმის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს „ახალი შრომის“ კონცეფციებზე თეორიისა და პრაქტიკის სინთეზით, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებში მისი მნიშვნელობისა და ღირებულების შესახებ ინფორმირების გაზრდას.

კურსის ძირითადი თემატიკა:

  • შრომის აღიარება, აღიარების მნიშვნელობა – ახალი ტიპის შრომა ახალი ტიპის ეკონომიკაში
  • ახალი მშრომელის ჩამოყალიბება, ახალი შრომის ეთიკა და ორგანიზების გამოწვევები – როგორ გაართულდა პროფესიული კავშირების საქმიანობა ახალ შრომის პირობებში.
  • შრომის ახალი საერთაშორისო დანაწილება: შრომა, საქონლი და მიწოდების ჯაჭვები
  • პრეკარიული და არაფორმალური შრომა
  • შრომის ანტერპრენიარიზმი – მშრომელი, როგორც ანტერპრენერი
  • შრომა კულტურის ინდუსტრიაში
  • შრომა ციფრულ სამყაროში: ინტერნეტი და შრომასთან გაუცხოება
  • ახალი/თავისუფალი ეკონომიკური ზონები.
  • მშრომელთა მოძრაობების ტრანსფორმაცია: ახალი დღის წესრიგების ძიებაში
  • შრომის რობოტიზაცია, კოვიდი და საქართველოს როლი გლობალურ ეკონომიკაში.

წყარო: platforma.ge