საქართველოს პროგრესული ფორუმი ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით აცხადებს აპლიკაციების მიღებას პროგრესული იდეების სკოლის ზაფხულის ტრენინგზე, რომელიც გაიმართება 24-26 ივნისს ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში.
პროგრესული იდეების სკოლა წარმოადგენს სოციალ-დემოკრატიული იდეების საბაზისო სასწავლო კურსს, რომლის მიზანია დაინტერესებულ ახალგაზრდებს მიაწოდოს ინფორმაცია და გაუზიაროს ცოდნა სოციალ-დემოკრატიისა და სხვა პოლიტიკური იდეოლოგიების, სოციალურ-ეკონომიკური თანასწორობის, შრომის უფლებების, ფემინიზმის, მწვანე პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების შესახებ. სკოლის პროგრამა მოიცავს დისკუსიებს, ინტერაქციულ სავარჯიშოებსა და სიმულაციურ თამაშებს, რომლებიც მონაწილეებს დაეხმარება უკეთ გაიაზრონ და გაითავისონ მიღებული ინფორმაცია.
პროგრესული იდეების სკოლა შედგება სამი ძირითადი და ერთი არჩევითი მოდულისგან.
ძირითადი მოდულებია:
არჩევითი მოდულებია:
სკოლაში მონაწილეობით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა უნდა შეავსონ პროექტში მონაწილეობის სააპლიკაციო ფორმა. სკოლის გუნდი განიხილავს შემოსულ აპლიკაციებს და შეარჩევს მონაწილეებს.
წყარო: progressive.ge