ჟურნალისტური ეთიკის ქარტია წელს პირველად აწესებს "ქარტიის პრიზს”. კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებას და ეთიკური ჟურნალისტიკის წახალისებას.
კონკურსი ცხადდება შემდეგ ნომინაციებში:
• საუკეთესო სატელევიზიო რეპორტაჟი
• საუკეთესო რადიო რეპორტაჟი
• საუკეთესო სტატია ან ნარკვევი ბეჭდურ ან ონლაინ მედიაში
• საუკეთესო მედიაკრიტიკა
მთავარი კრიტერიუმები: ჟურნალისტური პროდუქტის მომზადების პროფესიული ხარისხი და ეთიკური სტანდარტები.
გამარჯვებულებს ნომინირებული კონკურსანტებიდან და მათ მიერ წარმოდგენილი მასალებიდან შეარჩევს დამოუკიდებელი ჟიური.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ნამუშევრების წარდგენა შეუძლია ნებისმიერ მედიასაშუალებას ან ჟურნალისტს.
საკონკურსო ნამუშევარი უნდა იყოს გამოქვეყნებული 2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდში.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაგზავნონ საკონკურსო ნამუშევარი (ვიდეო, აუდიო, ბეჭდური), მისი მოკლე ანოტაცია და ინფორმაცია ავტორის შესახებ, მითითებულ მისამართზე ethicscharter@gmail.com, ან მიიტანონ ქარტიის ოფისში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის ვადა სრულდება 2013 წლის 30 ნოემბერს
კონკურსის შედეგების გამოცხადება და გამარჯვებულებისთვის პრიზების გადაცემის ცერემონია შედგება 2013 წლის დეკემბერში, ქარტიის საერთო კრებაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ქარტიის აღმასრულებელ დირექტორს, თამარ რუხაძეს:
მობ: 599 40 90 31,
e-mail: ethicscharter@gmail.com
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
მისამართი: ქ. თბილისი, კალისტრატე ცინცაძის ქ.6/7
წყარო: qartia.org.ge