en
ge

ესეების კონკურსი: მოხალისეობა და აქტიური მოქალაქეობა

თუ გიყვართ საკუთარი მოსაზრებებისა და შეხედულებების წერილობით გაზიარება, მაშინ ეს კონკურსი თქვენთვისაა.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბი (MMRH) აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე - მოხალისეობა და აქტიური მოქალაქეობა.

საკონკურსო ესეს სათაურებია:

  • მოხალისეობრივი საქმიანობის როლი თემის განვითარებაში;
  • აქტიური მოქალაქეობა და დემოკრატიული ღირებულებები ქართულ რეალობაში;
  • აქტიური მოქალაქეობის როლი თემში არსებული პრობლემების გადაჭრაში;
  • მოხალისეობის როლი პიროვნულ და კარიერულ განვითარებაში;
  • მოხალისეობის განვითარების შესაძლებლობები მცხეთა-მთიანეთში;
  • მსგავსება-განსხვავება ადგილობრივ და საერთაშორისო მოხალისეობრივ საქმიანობაში.

თუ გსურთ, თქვენი ნაშრომი იყოს კონკურენტული და გამორჩეული, დაესწარით ჰაბის ონლაინ მასტერკლასს, სადაც მოწვეული ექსპერტი გასწავლით არგუმენტირებული და ანალიზური ესეს სწორად და გამართულად შედგენას. ონლაინ შეხვედრა გაიმართება 17 მაისს 19:00 საათზე.

მასტერკლასზე მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაციის გავლა მითითებულ ბმულზე...

ესეები უნდა გამოაგზავნოთ word ან pdf ფორმატით მისამართზე.

regionalhubm@gmail.com

სათაურის ველში მიუთითეთ - საკონკურსო ესე.

წყარო: მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბის გვერდი სოციალურ ქსელში