en
ge

მოწვევა მოხალისეობის პროგრამაში მონაწილეობაზე

  • კონკურსი
  • გამომცხადებელი: საზოგადოება ბილიკი
  • დაწყების თარიღი: 20.09.2013
  • ბოლო ვადა: 01.10.2013
  • ბმული: http://jobs.ge/63155/
საზოგადოება "ბილიკი" არის არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია. ორგანიზაციის მისიაა მოზარდი თაობის, ბავშვების და ახალგაზრდების მხარდაჭერა.
"ბილიკი" 2006 წლიდან წარმატებით ახორციელებს მოხალისეობის პროგრამას.
პროგრამის მიზნებია:
** საზოგადოება "ბილიკში" შეიქმნას მოტივირებულ და კვალიფიციურ მოხალისეთა ბაზა.
** ახალი პროგრამების მხარდაჭერა და ახალგაზრდების მიერ შეტანილი წვლილით "ბილიკის" პროგრამული სისტემის გამდიდრება.
** სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის სამუშაო გამოცდილების შეთავაზება.
** მოხალისეობის დანერგვა საქართველოში.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** ორგანიზაციაში უნდა იმუშაონ კვირაში მინიმუმ 4 საათი და მონაწილეობა მიიღონ ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ ტრენინგებში.
** იმუშაონ მთლიანი პროგრამის განმავლობაში (დაახლოებით 4 თვე)
** იმუშაონ ფულადი ანაზღაურების გარეშე.
** სასურველია უცხო ენების ცოდნა
საზოგადოება "ბილიკი" აცხადებს მოხალისეების მიღებას შემდეგ სამსახურებში:
** საგანმანათლებლო სტუდია (ფორმალური, არაფორმალური, ინგლისური ენა)
** ჟურნალისტიკის სტუდია
** სოციალური სამსახური
** ფსიქოლოგიური სამსახური
** ფინანსური განყოფილება
** სამოქალაქო კლუბები
** შემოქმედებითი სტუდია (ცეკვა, სიმღერა)
** მოხალისეების სუპერვაიზერი (სასურველია ინგლისური ენის ცოდნა)
** მცირე საოჯახო სახლის მოხალისე
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2013 წლის 1 ოქტომბერი.
დაინტერსებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV და სააპლიკაციო ფორმა ელექტრონული ფოსტით მისამართზე Societybiliki@gmail.com ან წარმოადგინეთ საზოგადოება "ბილიკში": ქ. გორი, რუსთაველის ქ. 19ა.
საზოგადოება "ბილიკი"
ქ. გორი, რუსთაველის ქ.19ა
ტელეფონი: +995 370 275410
http://www.biliki.ge
source: jobs.ge