en
ge

კონკურსი თემის წევრებისთვის

თუ გსურთ მიიღოთ მონაწილეობა თქვენს სოფელში/თემში არსებული პრობლემების გადაჭრაში, გურიის რეგიონული ჰაბი - ოზურგეთის პროგრესის სახლი აცხადებს კონკურსს თემის წევრებისთვის, ადგილობრივი პრობლემების გამოვლენასა და მოგვარებაში მათი ჩართულობის გაზრდის მიზნით. 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა...

 შევსებული ფორმა გთხოვთ გამოაგზავნოთ: yscozurgeti@gmail.com

შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ გურიის რეგიონულ ჰაბს - ოზურგეთის პროგრესის სახლი.

რეგიონული ჰაბი საქმიანობას ახორციელებს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.

წყარო: Civil Society STAR Initiative-ს გვერდი სოციალურ ქსელში