ღია საზოგადოების ფონდი აცხადებს მიღებას სამუშაო სემინარზე გარემოსდაცვითი სამართლისა და პრაქტიკის შესახებ.
სემინარზე განხილული იქნება საქართველოს გარემოსდაცვითი სამართლის ძირითადი სტანდარტები, საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების პრაქტიკა და ამ სფეროს მნიშვნელოვანი გამოწვევები, რაც დაკავშირებულია საჯარო სიკეთის დაცვის სამართლებრივ და პოლიტიკურ ინსტრუმენტებთან.
სემინარის მონაწილეებს ექნებათ საშუალება, მოუსმინონ და გაეცნონ საქართველოში, გარემოსდაცვითი მოძრაობების მონაწილეთა გამოცდილებას, ჩაებან ინტერაქციული სავარჯიშოებისა თუ იმიტირებული კაზუსების ამოხსნაში. სემინარის ბოლოს მონაწილეებს გადაეცემათ საკითხავი მასალა.
სემინარის დრო და ადგილი: სემინარი ჩატარდება 2022 წლის 28-30 ივნისს, ქალაქ ბათუმში.
წყარო: osgf.ge