ევროპის საბჭოს თანამშრომლობის პროექტი "იურიდიული დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მარგინალიზებული მოსახლეობისთვის" აცხადებს ტენდერს ადგილობრივი კონსულტანტებისათვის. ტენდერის მიზანია, ადგილობრივ კონსულტანტთა ბაზის შექმნა, რომლებიც პროექტს საკონსულტაციო მომსახურებას გაუწევენ საჭიროების შემთხვევაში შემდეგ მიმართულებებში:
LOT 1: უფასო იურიდიულ დახმარებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა და ნორმატიული ჩარჩო
LOT 2: იურიდიული დახმარების სამსახურის სასწავლო ცენტრის სასწავლო მოდულების შემუშავება
LOT 3: უფასო იურიდიული დახმარების სერვისებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შეფასება
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 10 ივნისი. ყველა განაცხადი უნდა გაიგზავნოს მისამართზე legal.aid.georgia@coe.int
წყარო: jobs.ge