en
ge

ტრენინგი: გენდერის და ლგბტქი საკითხების ეთიკურად გაშუქება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია კიდევ ერთხელ იწვევს მედიის წარმომადგენლებს გენდერისა და ლგბტქი საკითხების ეთიკურად გაშუქების შესახებ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად.

პირველი ტრენინგი ჩატარდება 30 და 31 მაისს, ხოლო მეორე - 2 და 3 ივნისს. ტრენინგებს ჩაატარებს სტუდია „მონიტორის" რედაქტორი მაია მეცხვარიშვილი.

რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ბმულზე...

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე...

ტრენინგები ორგანიზებულია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით, პროექტის „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ.

წყარო: ქარტიის გვერდი სოციალურ ქსელში