en
ge

მოთხოვნა საგრანტო განაცხადზე - კარტოფილის წარმოება

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: USAID/NEO პროექტი
  • დაწყების თარიღი: 24.09.2013
  • ბოლო ვადა: 24.10.2013
  • ბმული: http://jobs.ge/63256/
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული "ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივა" (NEO) არის ოთხწლიანი პროგრამა, რომლის მიზანია სოფლის მოსახლეობის შემოსავლის ზრდა, სიღარიბის დონის შემცირება, სასურსათო უსაფრთხოება, შერჩეულ თემებში მცირემასშტაბიანი ეკონომიკური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება მათი საცხოვრებლის მოვლა-პატრონობის მიზნით და დახმარების გაწევა იმ თემებისათვის, რომლებიც დაზარალდნენ სტიქიური ან სხვა მოვლენების შედეგად.
სათესლე/სასურსათე კარტოფილის წარმოების მიზნით, NEO აცხადებს საგრანტო კონკურსს რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებისათვის. საგრანტო განაცხადი წარმოდგენილ უნდა იქნას თანდართული სამუშაოს აღწერილობის შესაბამისად. გრანტების გაცემა და განხორციელება მოხდება USAID-ისა და აშშ მთავრობის წესების შესაბამისად, რომლებიც თავის მხრივ რეგულირდება NEO-ს კონტრაქტისა და გრანტების მართვის შიდა პოლიტიკის შესაბამისად.
განაცხადების ჩაბარების ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი, 2013 წ.
წყარო: jobs.ge