en
ge

პროფესიული გადამზადების ახალი პროგრამა თბილისის საჯარო ბაღებისთვის

მაკ ჯორჯია აცხადებს პროფესიული გადამზადების ახალ პროგრამას თბილისის საჯარო ბაღებისთვის. პროგრამა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს მოიცავს. თეორიული ნაწილი ოთხი მოდულისგან შედგება და ჩატარდება ქვემოთ მოცემული თანმიმდევრობით, სხვადასხვა ფორმატში.

  • ადრეული ინკლუზიური განათლება
  • ქცევის მართვა
  • წინა აკადემიური უნარების განვითარება და ტრანზიციის დაგეგვმა
  • დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარები

ტრენინგის ჩატარების ფორმატთან და სავარაუდო თარიღებთან დაკავშირებით უფრო დეტალური ინფორმაცია მოცემულია თითოეული სატრენინგო მოდულის აღწერაში თანდართულ ფაილად...

აღნიშნული სასწავლო პროგრამა უფასოა. პირველ ეტაპზე მოხდება თბილისიდან ერთ-ერთი საჯარო ბაღის შერჩევა.

Პროგრამით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ შემდეგი განაცხადი...

დამატებითი შეკითხვებისთვის: მისწერეთ ნინო ლომიძეს ელ. ფოსტაზე:  nino.lomidze@macgeorgia.org

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში