en
ge

ესეების კონკურსი სტუდენტებისთვის

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) აცხადებს ესეების კონკურსს სტუდენტებისთვის - უკეთ გავიცნოთ ნატო.

კონკურსი მოიცავს ნაშრომის მომზადებას შემდეგ სავარაუდო თემებზე:

  • რუსეთის ომი უკრაინაში: ახალი საერთაშორისო წესრიგი და ნატოს როლი მასში;
  • საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე;
  • ფინეთის და შვედეთის სავარაუდო გაწევრიანების გავლენა ნატოზე;
  • აღმოსავლეთ ევროპა, როგორც ნატოს გამწევი ძალა: ახალი გეოპოლიტიკური მოთამაშე?
  • გერმანიის პოლიტიკის ისტორიული ცვლილება - გავლენა ნატოზე;
  • თურქეთი: ნატოს სანდო მოკავშირე თუ მერყევი აქტორი განსხვავებული ინტერესებით?
  • რუსეთის ომი უკრაინაში, როგორც ნატოს შემაკავშირებელი ფაქტორი.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად, რომლის ფარგლებშიც შეირჩევა 5 საუკეთესო ნაშრომი.

საუკეთესო ნაშრომების ავტორები მიიღებენ ფულად ჯილდოს.

ამასთან, ავტორები საკუთარ ნაშრომებს წარადგენენ პროექტის შემაჯამებელ კონფერენციაზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსების, ასევე, მაგისტრატურის სტუდენტებს.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ ჩამოთვლილი დოკუმენტები გამოგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@gcsd.org.ge არაუგვიანეს 2022 წლის 15 ივნისისა.

პროექტს "უკეთ გავიცნოთ ნატო" GCSD ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მხადაჭერით ახორციელებს.

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში