გურიის რეგიონული ჰაბი – ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – პროგრესის სახლი, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში იწვევს მედიის წარმომადგენლებს, სამოქალაქო ჟურნალისტებსა და ბლოგერებს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და მოქალაქეთა პასუხისმგებლობის გაზრდისკენ მიმართულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
კონკურსი ტარდება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი,ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად-საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრ(CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
წყარო: eu4georgia.eu