გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა კორპორაციული მდგრადობის აკადემია 2020 წელს დააარსა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან პარტნიორობითა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. აკადემიის მიზანია საზოგადოებაში კორპორაციული მდგრადობის სტანდარტების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ამ თემაზე განათლების მიღების შესაძლებლობის მიცემა დაინტერესებული პირებისთვის და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება ისეთ თემებზე, როგორიცაა სოციალური, გარემოსდაცვითი და მმართველობითი (Environmental, Social and Governance - ESG) საკითხები.
2022 წლის ივნისი-ივლისის თვეებში დაგეგმილი სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა/გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი აცხადებს ტენდერს საკონფერენციო მომსახურების შესყიდვაზე და იწვევს დაინტერესებულ კომპანიებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დასახელება: ტენდერი საკონფერენციო მომსახურების შესყიდვაზე.
წყარო: jobs.ge