en
ge

მონაცემთა ხარისხის მართვის კოორდინატორი

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი
  • დაწყების თარიღი: 24.09.2013
  • ბოლო ვადა: 04.10.2013
  • ბმული: http://jobs.ge/63267/
არასამთავრობო ორგანიზაცია "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი" გლობალური ფონდის პროექტის "ნარკოტიკების ინექციური გზით მომხმარებლების მოცვის გაფართოება აივ/შიდსზე პრევენციული ღონისძიებების გაძლიერების გზით" ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ხარისხის მართვის კოორდინატორის თანამდებობაზე.
პროექტის მიზანი: აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების პრევენცია ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებელთა შორის.
ქსელი წარმართავს ზიანის შემცირების პროგრამებს ქვეყნის 14 ცენტრში, 11 ქალაქში (თბილისში (4 ცენტრი), რუსთავი, გორი, თელავი, ქუთაისი, სამტრედია, ბათუმი, ოზურგეთი, ზუგდიდი, ფოთი და სოხუმი); უზრუნველყოფს აივ/შიდსის პრევენციის პროგრამებით ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების გარკვეული ნაწილის მოცვას სხვადასხვა სერვისებით, მათ შორის სტერილური საინექციო აღჭურვილობით, კონდომებით, საინფორმაციო საგანმანათლებლო მასალებით, პრეპარატი "ნალოქსონით" ზედოზირების პრევენციის მიზნით. ქსელის სერვის ცენტრები მომხმარებლებს სთავაზობენ ტესტირებას აივ ინფექციაზე, ჰეპატიტებსა და სიფილისზე.
გარდა ხსენებული დაბალზღურბლოვანი პროგრამებისა, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი აღნიშნული პროექტის ფარგლებში ახორციელებს საადვოკაციო პროგრამებს, რომლებიც ემყარება ადამიანის უფლებებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრინციპებს.
სამუშაო აღწერილობა:
მონაცემთა ხარისხის მართვის კოორდინატორი მჭიდროდ თანამშრომლობს პროგრამულ დირექტორთან და კოორდინატორთან და ახორციელებს შემდეგ სამუშაოს:
პროექტის სუბ-კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული სამუშაოს ხარისხის ზედამხედველობა:
** სუბ-კონტრაქტორი ორგანიზაციების მუშაობის ხარისხის კონტროლი ადგილზე მონიტორინგის ჩატარებით
** სუბ-კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ შესრულებული სამუშაოს ანალიზი, მონაცემთა ბაზების და შინაარსობრივ ანგარიშების ხარისხის შეფასება
** პროექტის მონიტორინგის და შეფასების გეგმის სრულყოფა
** პროექტის სუბ-კონტრაქტორი ორგანიზაციების სამუშაო გეგმა-გრაფიკის ზედამხედველობა, საჭიროებისას შესაბამისი მეთოდური რეკომენდაციების შემუშავება და მათ შესრულებაზე კონტროლი
** ადგილზე მონიტორინგის პროცესში ორგანიზაციებში არსებული სამუშაო ფორმების, პროგრამული დოკუმენტაციის დეტალური შემოწმება
** ორგანიზაციებისთვის შესაბამისი ტექნიკური დახმარების აღმოჩენა
** სუბ-კონტრაქტორ ორგანიზაციებში მონიტორინგის დროს დაფიქსირებული მონაცემების გადამოწმება ორგანიზაციების მიერ გამოგზავნილ ანგარიშებთან
** პროგრამული (სიტყვიერი, შესრულებული ინდიკატორები, მონაცემთა ერთიანი ბაზა) ანგარიშის მომზადება
** პროგრამული ანგარიშების ბაზის ფუნქციონირება
** პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციებში ჩატარებული მონიტორინგების ანგარიშების მომზადება, შენიშვნებისა და რეკომენდაციების გაცემა. შემუშავებული ანგარიშების ორგანიზაციებისთვის დროული მიწოდების უზრუნველყოფა
** ხელმძღვანელობისგან დაკისრებული სხვა სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულება
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი სამედიცინო განათლება, ხარისხი საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში, მათემატიკაში
** სამუშაო გამოცდილება პროგრამის მონიტორინგის და შეფასების კუთხით (სასურველია აივ/შიდსის პრევენციის სფეროში)
** სასურველია გლობალური ფონდის მონიტორინგის და შეფასების მოთხოვნების გაიდლაინების ცოდნა
** შიდსის ეპიდემიოლოგიური კონტექსტის ცოდნა
** კვლევის მეთოდოლოგიის ბაზისური ცოდნა
** ტრენინგების ჩატარების გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა.
დამატებითი პირობები:
** გამოსაცდელი ვადა: 2 თვე;
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
** გათვალისწინებულია მივლინებები რეგიონებში (სამუშაო დროის დაახლოებით 10%)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV და მოტივაციის წერილი 2013 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: vacancy.ghrn@gmail.com
ორგანიზაცია შერჩევის შემდგომი ეტაპის გასავლელად დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
წყარო:jobs.ge