ა(ა)იპ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლებისა და სპეციალისტების პირველი გაერთიანება საქართველოში, რომელიც დაფუძნდა 1995 წელს. ორგანიზაციის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი ოჯახების უფლებების დაცვა, შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა. ორგანიზაცია ახორციელებს ინკლუზიური განათლების პროცესის მდგრადი განვითარებისთვის ხელშემწყობ პროექტებს და სოციალურ სერვისებს. ორგანიზაციის ბაზაზე დანერგილი სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შშმ ბავშვებისთვისა და პირებისთვის. ხელმისაწვდომია როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური თერაპიები.
ა(ა)იპ „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ აცხადებს კონკურსს მოხალისეთა შესარჩევად.
წყარო: jobs.ge