en
ge

ტენდერი სოციალური რეკლამის დამზადებაზე

  • ტენდერი
  • გამომცხადებელი: კოალიცია შინმოვლა საქართველოში
  • დაწყების თარიღი: 24.09.2013
  • ბოლო ვადა: 01.10.2013
  • ბმული: http://jobs.ge/63268/
აიპ "კოალიცია შინმოვლა საქართველოში" აცხადებს ტენდერს სოციალური რეკლამის დამზადებაზე.
აიპ "კოალიცია შინმოვლა საქართველოში" მიმდინარე პროექტის ფარგლებში აწვდის შინმოვლის უფასო მომსახურებას (სამედიცინო და სოციალური მომსახურება ბინაზე) მოვლის საჭიროების მქონე ადამიანებს, მათ შორის სოციალურად დაუცველ პირებს.
მომსახურების შესახებ მიზნობრივი ჯგუფის ინფორმირების მიზნით კოალიცია აცხადებს ტენდერს სოციალური რეკლამის დამზადებაზე.
შესასრულებელი სამუშაოები:
** 20-30 წამიანი კლიპის სიუჟეტის შედგენა და კლიპის დამზადება;
** საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერში განთავსება.
** სამუშაოს შესრულების ვადა: კონტრაქტის გაფორმებიდან 2 კვირა.
დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემოთავაზებები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: chc-georgia@hotmail.com ერთ ფაილში (pdf):
** ორგანიზაციის საკონტაქტო ინფორმაცია;
** შესაბამისი გამოცდილება, ნიმუშები;
** სავარაუდო სიუჟეტი;
** მომსახურების საფასური.
წყარო:jobs.ge