en
ge

ჭიჭიკო ჯანელიძის სახელობის მწვანე სტიპენდია

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) აცხადებს აპლიკაციების მიღებას ჭიჭიკო ჯანელიძის სახელობის მწვანე სტიპენდიაზე.

სტიპენდიის თანხა 1,000 ლარია. თითოეულ ნომინაციაში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული.

2022 წლის მწვანე სტიპენდია გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:

  • სტიპენდია ტყის რესურსებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვაში შეტანილი წვლილისათვის;
  • სტიპენდია კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ეფექტიანი ადაპტაციისათვის.

სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, ეწვიეთ ბმულს... 

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდით გამომცხადებელ ორგანიზაციას: communications@cenn.org