USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა არის ხუთწლიანი (2022-2026) პროგრამა, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი“ (EWMI).
პროგრამის მიზანს წარმოადგენს საქართველოში კანონის უზენაესობის გაძლიერება, მართლმსაჯულების ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის ხელშეწყობის, საზოგადოების ყველა ფენისთვის მართლმსაჯულებაზე უკეთესი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, და ზემოაღნიშნულ ინსტიტუტებზე მოქალაქეთა და ინსტიტუციური ზედამხედველობის გაძლიერების გზით.
პროგრამის ფარგლებში ცხადდება საგრანტო კონკურსი სტუდენტებისა და აკადემიური საზოგადოების სხვა წევრების მიერ წარმოდგენილი პროექტების მხარდასაჭერად, რომლებთა მიზანიც იქნება, ადგილობრივ სასამართლოებზე დაკვირვებითა და მათთან ჩართულობით გააანალიზონ და გააუმჯობესონ მართლმსაჯულების აღსრულება.
პროგრამის პირობების ტექსტის სრული ვერსია, განაცხადის და ბიუჯეტის ფორმებთან ერთად შეგიძლიათ იხილოთ თანდართული ფაილების სახით.
წყარო: jobs.ge