en
ge

ონლაინ ტრენინგ-კურსი „შესაძლებლობების განვითარება სოფლის ჭკვიანი ტრანსფორმაციისთვის“

ინოვაციური განათლების ფონდი და ალტე უნივერსიტეტი, ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრისა და სტარტაპ გარაჟის ჩართულობით გთავაზობთ 1,5 თვიან ონლაინ ტრენინგ-კურსს „შესაძლებლობების განვითარება სოფლის ჭკვიანი ტრანსფორმაციისთვის“.

მონაწილეები გადამზადდებიან ინდუსტრია 4.0 ტექნოლოგიების გამოყენებაში სოფლის განვითარებისთვის.

მონაწილეები მენტორების დახმარებით მოამზადებენ პრაქტიკულ „ჭკვიან“ საპროექტო განაცხადებს სხვადასხვა ფონდების პროგრამებში დაფინანსების მისაღებად (ჯიტას რეგიონული და სტარტაპ გრანტები, აწარმოე საქართველოში, სოფლის განვითარების სააგენტო)

მონაწილეები მიიღებენ ახალ ინფორმაციას თანამშრომლობის შესაძლებლობებზე სმარტ ტექნოლოგიების კომპანიებთან საქართველოში.

მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია გაიარეთ აქ...

პროექტის მხარდამჭერია ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG)

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში