„კრეატიული განვითარების ცენტრი“ ფრიდრიხ ებერტის ფონდთან თანამშრომლობით კახეთსა და შიდა ქართლში მომუშავე სათემო ორგანიზაციის წარმომადგენლებს იწვევს სათემო მენტორინგის პროექტში მონაწილეობის მისაღებად.
პროექტი მიზნად ისახავს სათემო მენტორინგის ინსტიტუციურ დონეზე განვითარებას, რომელიც ადგილობრივ სათემო ორგანიზაციებს საკუთარ თემთან ეფექტური კავშირების დამყარებასა და მათ გაძლიერებაში დაეხმარება.
პროექტის ფარგლებში სათემო ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ სათემო მუშაობის ინოვაციური მიდგომები და ხერხები გაიცნონ და პრაქტიკულად გამოიყენონ საკუთარ თემთან მუშაობის პროცესში.
წყარო: jobs.ge