„სამოქალაქო იდეა“ იწვევს კვალიფიციურ, გამოცდილ ტრენერებს საზაფხულო სკოლაში.
გთავაზობთ შესაძლებლობას, ახალგაზრდებს ვესაუბროთ და ვასწავლოთ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა დეზინფორმაციასთან ბრძოლა, დიდი სახელმწიფოების (ჩინეთისა და რუსეთის) გავლენები საქართველოში, რბილი და უხეში ძალის გავლენის ოპერაციები, საინფორმაციო ომი, მათი როლი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში და კიდევ ბევრ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე!
პროგრამის სრულყოფილად წარმართვისთვის აუცილებელია ტრენერებმა ჩაატარონ არა მხოლოდ სასწავლო ლექცია, არამედ წარმოადგინონ სავარჯიშოები და ინტერაქტიული თვალსაჩინოებები. დაინტერესების შემთხვევაში, გაითვალისწინეთ რომ საზაფხულო სკოლის მონაწილეების უმრავლესობა არიან სტუდენტები.
გთხოვთ, შეავსოთ თანდართული ფორმა.
ორგანიზაცია გთავაზობთ კონკურენტულ ანაზღაურებას.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში