en
ge

ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ტრენინგი

აშშ-ის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია (U.S. Government Exchange Program Alumni Association of Georgia) იწვევს მსურველებს ინტელექტუალური საკუთრების სამართლის ტრენინგზე.

ტრენინგზე განიხილება ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სამართლებრივი საკითხები. ასევე, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის თანამედროვე გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული სასაქონლო ნიშნებისა და საავტორო უფლებების საკითხზე.

ტრენინგი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ და განკუთვნილია სტუდენტებისთვის, პრაქტიკოსი იურისტებისთვის და ინტელექტუალური საკუთრების სამართლით დაინტერესებული პირებისთვის.

ტრენინგი ჩატარდება ორი დამოუკიდებელი ჯგუფისთვის, 2022 წლის 24 ივნისს და 29 ივნისს, 14:00-დან 20:00 საათამდე, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში (თბილისი, თელავის ქ. 20), რეგისტრაცია დაიწყება 14:00-დან.

ტრენინგს გაუძღვებიან:

  • მერაბ კუცია - ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი", გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსი;
  • ირმა ქავთარაძე - პატენტრწმუნებული, სამართლის მაგისტრი, ჯონ მარშალის სამართლის სკოლა (აშშ);
  • სოფიო ფანჯიკიძე - პატენტრწმუნებული, ადვოკატი, სამართლის მაგისტრი, ჰარვარდის სამართლის სკოლა (აშშ);
  • ირაკლი გვილია - პატენტრწმუნებული, ადვოკატი, სამართლის მაგისტრი, ნიუ ჰემპშირის სამართლის სკოლა (აშშ); და
  • ლევან ნანობაშვილი - პატენტრწმუნებული, სამართლის მაგისტრი, მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ) და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (უნგრეთი).

დაინტერესებულმა პირებმა 2022 წლის 16 ივნისის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე: trainings.epag@gmail.com. ასევე, გთხოვთ მიუთითოთ ტრენინგზე დასწრების სასურველი ერთი დღე: 24 ივნისი ან 29 ივნისი.

წყარო: ასოციაციის გვერდი სოციალურ ქსელში