en
ge

ტრენინგი - არჩევნები და დემოკრატია

ტრენინგი საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება აცხადებს განაცხადების მიღებას სამოქალაქო განათლების ტრენინგებზე სახელწოდებით „არჩევნები და დემოკრატია“.

ტრენინგების ციკლი განკუთვნილია სკოლამდელი (ბაღები), ზოგადი (სკოლები) და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგთათვის. ტრენინგის მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას არჩევნებისა და დემოკრატიის ფუძემდებლური პრინციპების შესახებ, აგრეთვე, საარჩევნო პროცესებში მათი უფლებების, ვალდებულებებისა და სამართლებრივი შეზღუდვების შესახებ.

ტრენინგების კურსში მონაწილეობა უფასოა. კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

ტრენინგი ჩატარდება 2022 წლის 24 და 25 ივნისს, ელექტრონული პლატფორმა zoom-ის მეშვეობით.

მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაციის ფორმა 2022 წლის 20 ივნისის ჩათვლით...

წყარო: jobs.ge