en
ge

საგრანტო კონკურსი

საგრანტო კონკურსი თანამონაწილეობითი სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების მხარდასაჭერად.

„ევროპის ფონდი“ განაგრძობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო-ების) საგრანტო მხარდაჭერას სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების ინიციატივების განსახორციელებლად და გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშესაწყობად. აღნიშნული მიზნით, ევროპის ფონდი პროგრამის თანამონაწილეობა და მონიტორინგი ცვლილებებისათვის ფარგლებში, იწვევს საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ სსო-ებს საპროექტო განაცხადების წარმოსადგენად. საგრანტო კონკურსის მიზანია ადგილობრივ დონეზე პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სათემო ჯგუფების, სსო-ებისა და მედია საშუალებების ინფორმირებული მონაწილეობის გაზრდა სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების, სახელმწიფო რეფორმების მონიტორინგისა და შეფასების წახალისების, საჯარო დისკუსიებისა და სექტორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით.

წყარო: jobs.ge