ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო იწვევს იმერეთის რეგიონში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოებრივ და სათემო ორგანიზაციებს სასწავლო ვიზიტებში მონაწილეობის მისაღებად.
იმერეთის მხარის CSO's/CBO's წარმომადგენლების ვიზიტები მოეწყობა დასავლეთ საქართველოს რეგიონების წარმატებულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში.
სასწავლო ვიზიტებში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ მოცემული სააპლიკაციო ფორმა მიმდინარე წლის 15 ივნისამდე.
სასწავლო ვიზიტები იმართება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში