ტენდერი საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ჯანდაცვის მიმართულებით ადგილობრივი საკონსულტაციო მომსახურების მიღების მიზნით.
პროექტის „ჯანდაცვის უზრუნველყოფის გაუმჯობესება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში“ ფარგლებში, ევროპის საბჭო აცხადებს ტენდერს ადგილობრივი საკონსულტაციო მომსახურების მიღების მიზნით. ტენდერის მიზანია ადგილობრივ კონსულტანტთა ბაზის შექმნა, რომლითაც პროექტი კონკრეტულ საჭიროებაზე დაყრდნობით ისარგებლებს. საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს შემდეგ თემებს: ჯანდაცვა პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში, განსაკუთრებული აქცენტით ფსიქიკურ ჯანდაცვაზე, ნივთიერებების გამოყენებასთან დაკავშირებული სერვისები, ზიანის შემცირების მიდგომა, სუიციდის პრევენცია, და ჯანდაცვის უზრუნველყოფის მონიტორინგი.
წყარო: jobs.ge