„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია საზოგადოებაში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება, ადამიანის უფლებების დაცვა დისკრიმინაციის გარეშე და კანონის უზენაესობა სამართლიანობისთვის.
ორგანიზაცია მუშაობს ქვეყნით მასშტაბით 9 რეგიონში და სხვა სტრატეგიულ მიზნებთან ერთად უზრუნველყოფს უფასო იურიდიული მომსახურების გაწევას. ორგანიზაციის მისიაა ყველასთვის სამართლიანი გარემოს ფორმირება დემოკრატიული მექანიზმების გაუმჯობესების გზით
„საია“ აცხადებს კონკურსს ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამაში, USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის "თავისუფალი, სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო-პოლიტიკური ციკლი საქართველოში 2022-2025 წლებში" საარჩევნო ანალიტიკოსის პოზიციაზე.
პროგრამის მიზანია, ქვეყანაში ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის მისაღწევად სისტემური ცვლილების ადვოკატირება და დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების ხელშეწყობა.
პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია: სასამართლო სისტემა, საპარლამენტო კონტროლი, არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობა, საჯარო მმართველობა და ევროინტეგრაციის პროცესი.
პროექტის ანალიტიკოსი პასუხისმგებელია საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული ორგანიზაციული განცხადებების, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ მოსაზრებების, კვლევებისა და ანგარიშების მომზადებაზე.
წყარო: jobs.ge