საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) აცხადებს ახალგაზრდების მიღებას 3-დღიან სასწავლო კურსზე - „ნატოს აკადემია ახალგაზრდებისთვის“.
კურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ თეორიული ცოდნის გაღრმავებასა და მათი პრაქტიკული უნარების განვითარებას. კურსის ფარგლებში იგეგმება ვიზიტი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC), ასევე, სიმულაციური სწავლება კრიზისების მართვის მიმართულებით.
კურსი, 2022 წლის 18-20 ივლისს ჩატარდება და მას საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისი უმასპინძლებს. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.
მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, გაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტაზე: vacancy@gcsd.org.ge არაუგვიანეს 2022 წლის 26 ივნისისა.
გთხოვთ, შეტყობინების სათაურში მიუთითოთ „ნატოს აკადემია ახალგაზრდებისთვის“ და თქვენი სახელი და გვარი.
პროექტს „უკეთ გავიცნოთ ნატო“ #GCSD ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია, ახალგაზრდებს და საზოგადოების სხვა ჯგუფებს გააცნოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შესახებ არსებული აქტუალური თემები და ხელი შეუწყოს ამ საკითხებზე დისკუსიის წარმართვას.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში