en
ge

ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამა

ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA Georgia) გიზიარებთ ინფორმაციას საზღვარგარეთ ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის შესახებ.

LDA Georgia - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო, ერაზმუს + პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის “YOU.TH” პარტნიორია, სადაც შეუძლია ქართველი მონაწილეების გაგზავნა.

პროექტი “YOU.TH” მიზნად ისახავს ახალგაზრდული მუშაკების აღჭურვას მეთოდოლოგიებითა და პრაქტიკით, რომლებიც ძირითადად გამოიყენება თეატრის სფეროში და შეიძლება გამოყენებულ იქნას არაფორმალურ განათლებაში ინკლუზიური აქტივობების განსახორციელებლად.

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში  რვა სხვადასხვა ქვეყნიდან (იტალია, ესპანეთი, საქართველო, პორტუგალია,უკრაინა, სომხეთი,იორდანია, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა) 34 ახალგაზრდა ერთად შეიკრიბებიან იტალიაში (მორფასოში), სადაც ჩაერთვებიან ტრენინგ-კურსში 7 დღის განმავლობაში. ტრენინგ კურსები გაიმართება 5 დან 11 სექტემბრის ჩათვლით.

შერჩევის კრიტერიუმები:

- ინგლისური ენა (საკომუნიკაციო დონე);

- ასაკი 25-35 წლამდე;

- ინტერესი პროექტის თემების მიმართ;

- მაღალი მოტივაცია.

მგზავრობის თანხა, იტალიაში ცხოვრება და კვება მთლიანად დაფინასებულულია.

მონაწილეობის მსურველებმა, გამოგზავნეთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2022 წლის 15 ივნისისა 18:00 საათამდე!

აპლიკანტების შერჩევის პროცესი: 16-17 ივნისი. საქართველოდან შეირჩევა 3 მონაწილე.

იხ.აპლიკაციის ბმული…

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში