en
ge

ვაკანსია: შშმ პირთა და ხანდაზმულთა რეგულარული პერსონალური ასისტენტის პოზიციაზე

ა(ა)იპ „ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ იწყებს შშმ პირთა და ხანდაზმულთა პერსონალური ასისტირების უფასო საპილოტე პროგრამის განხორციელებას ქედისა და შუახევის მუნიციპალიტებში რეგისტრირებული 25 შშმ პირისთვის/ხანდაზმულისათვის. ვაკანსია გამოცხადებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება  სოციალური  მომსახურებების განვითარებისათვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „ასოციაცია ანიკა“. პროექტის პარტნიორია „თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“.

რეგულარული პერსონალური ასისტენტის მიერ შესასრულებელი სამუშაოს მოკლე აღწერა:

რეგულარული პერსონალური ასისტენტის მიერ შესასრულებელი სამუშაო ყველა ბენეფიციართან ინდივიდუალურია და გამომდინარეობს თითოეული ბენეფიციარის საჭიროებიდან, თუმცა პრიორიტეტი ენიჭება შშმ პირების ყოველდღიურ ცხოვრებასა და ფუნქციონირებაში მხადაჭერას, კერძოდ: 

-    თვითმოვლასა და ჰიგიენის დაცვაში;

-    კვებაში;

-    სახლის/საოჯახო საქმეების შესრულებაში;

-    ჯანმრთელობის დაცვაში;

-    საზოგადოებრივ ცხოვრებასა და დასვენება-რეკრეაციაში მხარდაჭერაში;

-    ყველა სხვა იმ აქტივობას, რაც განსაზღვრულია რეგულარული ასისტირების შემთხვევებში, სახელმწიფო სტანდარტის N3 დანართით (,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 18 თებერვლის   №01-13/ნ  ბრძანება და შესაბამისი დანართები შეგიძლიათ იხ. ბმულზე).

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 10 ვაკანტური ადგილი 

სამუშაო ადგილი: ქედის მუნიციპალიტეტი, შუახევის მუნიციპალიტეტი

პოზიციის ხანგრძლივობა: 5 თვე (გაგრძელების პერსპექტივით) 

ანაზღაურების ოდენობა და გაცემის წესი:

ანაზღურება განისაზღვრება საათობრივად, შესრულებული სამუშაოს მიხედვით, 1 საათში 5 ევროს ექვივალენტი ლარში. ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ, მთელი თვის განმავლობაში შესრულებული საათების ჯამური რაოდენობის მიხედვით, რომელშიც შედის საქართველოს კანონმდბლობით განსაზღვრული ყველა ტიპის გადასახადი.

აუცილებელი მოთხოვნები შშმ პირთა რეგულარული პერსონალური ასისტენტობის მსურველთათვის:

უნარ-ჩვევები: 

  • საშუალო სრული განათლება (და/ან უმაღლესი განათლება);
  • მაღალი მიმღებლობა შეზღუდული შესაძლებლობის მიმართ;
  • დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
  • ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;
  • კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სტრესულ/კრიზისულ  სიტუაციებში სწრაფად მოქმედებისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარის მქონე.

რეგულარული პერსონალური ასისტენტობის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • პირადობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
  • რეზიუმე ე.წ. CV;
  • განცხადების წარდგენის მომენტისთვის ბოლო 6 თვის მანძილზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ნასამართლეობის შესახებ ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ რეგულარული პერსონალური ასისტენტობის მსურვლი არ არის ნასამართლევი

განცხადების წარდგენის მომენტისთვის ბოლო 6 თვის მანძილზე გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), რომელიც ადასტურებს, რომ რეგულარული პერსონალური ასისტენტობის მსურვლს არ აქვს: ტუბერკულოზი (მწვავე) ნებისმიერი ლოკალიზაციის, ინფექციის გამავრცელებელი ფორმით; შინაგანი ორგანოების დაავადებები დეკომპენსაციის სტადიაში; ნერვული სისტემის, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მნიშვნელოვნად გამოხატული დაავადებები და დაზიანებები, რაც გამოიწვევს მოძრაობასა და კოორდინაციის მნიშვნელოვან დარღვევას; ნარკომანია, ტოქსიკომანია, ალკოჰოლიზმი; ინფექციური დაავადებები მათი დისპანსერული აღრიცხვიდან მოხსნამდე), რაც დასტურდება რეგისტრაციით.

ზემოაღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების მსურველ პირებს, თქვენი საბუთების გამოგზავნა შეგიძლიათ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: cerbatumi@gmail.com

განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა - 2022 წლის 30 ივნისი

პერსონალური ასისტენტების პოზიციაზე შერჩეული კანდიდატების გადამზადებას უზრუნველყოფს დამსაქმებელი ორგანიზაცია აღნიშნული პროექტის ფარგლებში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 557 57 40 00