ა(ა)იპ „ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ იწყებს შშმ პირთა და ხანდაზმულთა პერსონალური ასისტირებისა და შინმოვლის უფასო საპილოტე პროგრამის განხორციელებას ქედისა და შუახევისმუნიციპალიტებში რეგისტრირებული 25 შშმ პირისთვის/ხანდაზმულისათვის. ვაკანსია გამოცხადებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „ასოციაცია ანიკა“. პროექტის პარტნიორია „თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“.
ზემოაღნიშნული პროექტი გულისხმობს ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირებისა და ხანდაზმულების ყოველდღიურ ცხოვრებასა და ფუნქციონირებაში (თვითმოვლა და ჰიგიენის დაცვა, კვება, სახლის/საოჯახო საქმეები, ჯანმრთელობის დაცვა, საზოგადოებრივი ცხოვრება და დასვენება-რეკრეაცია და ყველა სხვა ის აქტივობა, რაც განსაზღვრულია რეგულარული ასისტირების შემთხვევებში, სახელმწიფო სტანდარტის N3 დანართით) მხადაჭერას შესაბამისად გადამზადებული კადრების მიერ, რაც შშმ პირებს და ხანდაზმულებს მისცემს საშულებას გარკვეული დროით ისარგებლონ კვალიფიციური და პროფესიონალი პირების ყოვლედღიურ ცხოვრებაში ასისტირებით (მხარდაჭრით).
პროგრამის ფარგლებში მუნიციპალური კოორდინატორის პოზიციაზე შეირჩევა 2 პირი (მუნიციპალური კოორდინატორი ქედაში და მუნიციპალური კოორდინატორი შუახევში).
კოორდინატორის მიერ შესასრულებელი სამუშაოს აღწერა:
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2 ვაკანტური ადგილი
სამუშაო ადგილი: ქედის მუნიციპალიტეტი, შუახევის მუნიციპალიტეტი
პოზიციის ხანგრძლივობა: 5 თვე (გაგრძელების პერსპექტივით)
ანაზღაურების ოდენობა და გაცემის წესი:
მუნიციპალური კოორდინატორის ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებულად, თვეში 300 ევროს ექვივალენტი ლარებში, რომელშიც შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა ტიპის გადასახადი. ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ, უნაღდო ანგარიშსწორებით.
აუცილებელი მოთხოვნები მუნიციპალური კოორდინატორის პოზიციაზე დასაქმების მსურველთათვის:
კვალიფიკაცია:
უნარ-ჩვევები:
მუნიციპალური კოორდინატორის პოზიციაზე დასაქმების მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები:
ზემოაღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების მსურველ პირებს, თქვენი საბუთების გამოგზავნა შეგიძლიათ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: cerbatumi@gmail.com
განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა - 2022 წლის 30 ივნისი
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 557 57 40 00