en
ge

ადვოკატთა გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსები

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
  • დაწყების თარიღი: 25.09.2013
  • ბოლო ვადა: 30.09.2013
  • ბმული: http://jobs.ge/63345/
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!
ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი გთავაზობთ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსებს 2013 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.
გამოცდაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
** უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დიპლომის დედანი და ასლი ან უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი სხვა საბუთი;
** CV ან ავტობიოგრაფია;
** პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
** სამი ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3x4;
** ბანკის ქვითარი (ტესტირების საფასური შეადგენს 160 ლარს):
VTB "ვითიბი" ბანკის კოდი - UGEBGE22
ანგარიშის ნომერი - GE85VT 6600 0000 6269 3608
ადვოკატთა ასოციაციის საიდენტიფიკაციო კოდი - 202 255 692
სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის განხრით გამოცდა ჩატარდება 2013 წლის 4 დეკემბერს, სისხლის სამართლის სპეციალიზაციის განხრით - 5 დეკემბერს და საერთო სპეციალიზაციის განხრით - 6 დეკემბერს.
საკვალიფიკაციო გამოცდისთვის საბუთები მიიღება სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში, 2013 წლის 9 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე (შესვენება 14:00-დან 15:00 საათამდე).
მის.: ძმ. ზუბალაშვილების ქ. 36, თბილისი.
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის მოსამზადებელი კურსების მონაწილეთა საყურადღებოდ!
სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი გთავაზობთ, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსებს. მოსამზადებელი კურსი ითვალისწინებს გამოცდის თეორიული მასალის, უახლესი საკანონმდებლო ცვლილებებისა და ტესტის ამოხსნის მეთოდების შესწავლას.
კურსის საფასური სამოქალაქო და სისხლის სამართლის სპეციალიზაციის განხრით, შეადგენს 450 (ოთხას ორმოცდაათ) ლარს, ხოლო საერთო სპეციალიზაციის განხრით - 550 (ხუთას ორმოცდაათ) ლარს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: (+995 32) 2 224654 (შიდა ნომერი 18), 555 070786, 555 010605, 555 007708
ელფოსტა: education@gba.ge
source: jobs.ge