ევროპის ფონდი იწვევს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ქსელებსა და კოალიციებს და მედიასაშუალებებს საგრანტო კონკურსში განაცხადების წარმოსადგენად.
საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების მხარდაჭერას პირველადი მედია კონტენტის შესაქმნელად, საქართველოს ევროპული დღის წესრიგის შესახებ ფართო საზოგადოებრივი დებატების ხელშეწყობისა და ევროინტეგრაციის საკითხებზე მოქალაქეთა ინფორმირებულობის გაუმჯობესებისათვის. განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 4 ივლისი. კონკურსის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე...
კონკურსთან დაკავშირებული კითხვა-პასუხის სესია გაიმართება 23 ივნისს, 15:00 საათზე, ონლაინ. რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე...
წყარო: epfound.ge