გაეროს ქალთა ფონდი იწვევს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა), რომლებიც გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის, ქალთა გაძლიერების, გენდერული ძალადობის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მუშაობენ.
თუ გაქვთ იდეები, რომელთა მიზანია გენდერული სტერეოტიპებისა და საზიანო სოციალური ნორმების, როგორც გენდერული უთანასწორობისა და მისი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფორმის, ქალთა მიმართ ძალადობის, გამომწვევი მიზეზების წინააღმდეგ ბრძოლა და მათი შეცვლაა, ეს კონკურსი თქვენთვისაა.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 2022 წლის 1 ივლისი.
დეტალური ინფორმაციისთვის, მიჰყევით ბმულს...
კონკურსი ცხადდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ ფარგლებში, რომელსაც ერთობლივად ახორციელებს გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი.
წყარო: www.unwomen.org