მიუნსტერის (გერმანიის) უნივერსიტეტი გთავაზობთ საერთაშორისო დიპლომს გერმანულ ენაში - DSH - Deutsches Sprachdiplom für den Hochsschulzugang.
მიუნსტერის უნივერსიტეტი 2014 წლის მაისში საქართველოში ატარებს DSH-ის გამოცდას (შეესაბამება C1 დონეს) და DSH 1- ს (შეესაბამება B2 დონეს) გერმანულ ენაში.
DSH-ის ენის დიპლომი შესაძლებლობას მოგცემთ, უგამოცდოდ გააგრძელოთ სწავლა გერმანიის უნივერსიტეტებში და DAAD-ის გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში გათავისუფლებთ ენის გამოცდების ჩაბარებისაგან.
გამოცდაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, ასევე, გერმანული ენის სკოლის მასწავლებლებს, რომელთაც სურთ მოიპოვონ ენის ცოდნის B2 ან C1 დონეზე დამადასტურებელი საერთაშორისო დიპლომი, ან მედიკოსებს, რომელთაც სურთ პრაქტიკა გაიარონ გერმანიის კლინიკებში ან სწავლა გაარძელონ გერმანიაში.
გამოცდას იბარებს გერმანიიდან ჩამოსული კომისია.
ექსტერნად გამოცდის ჩაბარების ფასი: 250 ლარი.
გამოცდაზე რეგისტრაციის ბოლო ვადა: 1 დეკემბერი, 2013 წ.
მოსამზადებელი კურსის ღირებულება: 450 ლარი.
საორიენტაციო მოსამზადებელი კურსის ხანგრძლივობა: 8 კვირა.
კურსებზე რეგისტრაციის ბოლო ვადა: 1 დეკემბერი, 2013 წ.
ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: 599 230673.
წყარო:jobs.ge