en
ge

მდგრად განვითარების მიზნების შესახებ სამაგიდო თამაშის შექმნა

ზოგადი ინფორმაცია

„სიდა/გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი“ წარმოადგენს არასამეწარმეო იურიდიულ პირს, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და პროგრესული მომავლის შექმნას, ბიზნესის ჩართულობით და მდგრადი მიდგომების სტიმულირებით.

აღნიშნული კონკურსი განხორციელდება გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ, შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში“ ფარგლებში.

კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს კორპორაციული მდგრადობის თემატიკაზე კერძო სექტორის ცნობიერების ამაღლებასა და მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების გაზრდას ახალი ინტერაქციული სამაგიდო თამაშის შექმნის გზით.

2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის" ინიციატივა მიზნად ისახავს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას, სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრის, კლიმატის და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და მშვიდობიანი და სამართლიანი საზოგადოების დამკვიდრების გზით. აღნიშნული შეთანხმების თანახმად, თითოეულმა ქვეყანამ 2030 წლამდე უნდა გაატაროს რეფორმები მდგრადი განვითარების 17 მიზნის შესასრულებლად.

მდგრადი განვითარების მიზნები ეხება არსებულ თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის: სიღარიბისა და უთანასწორობის აღმოფხვრა, კეთილდღეობა, მშვიდობა, სამართლიანობა, კლიმატის ცვლილება და სხვა ეკოლოგიური გამოწვევები.

კონკურსი შედგება სამი ეტაპისგან:

  • პირველი ეტაპი: თამაშის პროექტის შესახებ საკონკურსო განაცხადების მიღება შესაბამისი აპლიკაციის მეშვეობით.
  • მეორე ეტაპი: განაცხადების გადარჩევა და მეორე ეტაპზე გადასული აპლიკანტების ქოუჩინგი და ვორქშოფი; განმცხადებლების მიერ აპლიკაციების დახვეწა და თამაშის პროექტის პრეზენტაცია.
  • მესამე ეტაპი: აპლიკანტებთან გასაუბრება და გამარჯვებული ორი თამაშის კონცეფციის გამოვლენა და პროექტით გათვალისწინებული აქტივობების დაფინანსება თამაშის შექმნის მიზნით.

წყარო: jobs.ge