en
ge

შშმ პირების მხარდამჭერი

ააიპ „ხელი ხელს“ არის სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს 2011 წლიდან. ორგანიზაციის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობისა და ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე (უპირატესად ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე) პირთათვის ღირსეული საოჯახო გარემოს შექმნა, მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების განვითარება და სოციალური ინკლუზია. ორგანიზაცია აქტიურადაა ჩართული დეინსტიტუციონალიზაციისა და შშმ პირების უფლებების ადვოკატირების პროცესში.

ამ ეტაპზე მომსახურებით სარგებლობს 37 ბენეფიციარი.

მცირე საოჯახო ტიპის სახლში, საცხოვრისში არსებული მომსახურება ითვალისწინებს 18 წელს ზევით ბენეფიციარების ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაცია/აბილიტაციასა და პერსონა-ცენტრულ მიდგომას (რომელიც ემყარება პიროვნების სურვილებს, პრიორიტეტებსა და მოთხოვნებს, სადაც გათვალისწინებულია მათი შესაძლებლობები), რასაც მხარდამჭერები ეტაპობრივად ავითარებენ.

ორგანიზაციის საცხოვრისებში ასისტირებისათვის ორგანიზაცია "ხელი ხელს" იწვევს დაინტერესებულ პირებს.

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი.

ხელფასი: 500 ლარი (საშემოსავლოს ჩათვლით)

წყარო: jobs.ge