en
ge

კონკურსი სამაგიდო თამაშის შექმნაზე

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) აცხადებს ტენდერს სამაგიდო თამაშის შესაქმნელად.

თამაშის დიზაინერი (ექსპერტი) იმუშავებს სამაგიდო თამაშის შესაქმნელად. სამაგიდო თამაშის შემუშავების პროცესი შედგება შემდეგი ეტაპებისგან:

1) კონცეფციის შემუშავება

კონცეფცია წარმოადგენს დოკუმენტს, რომელშიც მოცემულია ექსპერტის ხედვა თამაშის მექანიკასთან, თემასთან და კომპონენტებთან დაკავშირებით. მექანიკის ნაწილი უნდა მოიცავდეს წესებისა და მონაწილეთა შორის ინტერაქციის პროცესის აღწერას. თამაშის თემატიკაში აღწერილი უნდა იყოს თუ როგორ უპასუხებს შემოთავაზებული კონცეფცია ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ მთავარ ამოცანებს. კომპონენტების აღწერა უნდა მოიცავდეს თამაშის ნაკრებში შემავალ ყველა შესაძლო ფიზიკურ ატრიბუტს (მაგ. კარტები, დაფა, კამათელი და სხვა). კონცეფციის შემუშავების პროცესში ექსპერტს ექნება შესაძლებლობა მიიღოს კონსულტაცია სამართლებრივ საკითხებში შესაბამისი დარგის ექსპერტთან.

2) პროტოტიპის შემუშავება

კონცეფციის დამტკიცების შემდეგ ექსპერტი მოამზადებს სამაგიდო თამაშის პროტოტიპს შემდგომი ტესტირებისთვის. პროტოტიპის შემუშავების ეტაპზე ექსპერტი შექმნის სამაგიდო თამაშის კომპონენტის ყველა საჭირო მასალას.

3) ტესტირება

ტესტირების დროს მოხდება სამაგიდო თამაშის შემოწმება ტექნიკურ ხარვეზებზე, რის საფუძველზეც შემუშავდება სარეკომენდაციო დოკუმენტი. სამაგიდო თამაშის ტესტირება მოხდება რეალურ დროში მართლწესრიგის ოფიცრებისა და მოზარდების ჩართულობით. სარეკომენდაციო დოკუმენტში გათვალისწინებული იქნება ოფიცრებისა და მოზარდების უკუკავშირი. საჭიროების შემთხვევაში ექსპერტის მიერ უნდა მოხდეს საწყისი კონცეფციისა და პროტოტიპის გადახედვა და ცვლილებების შეტანა. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ჩატარდეს დამატებითი ტესტირება ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით.

4) თამაშის კომპონენტების ტექნიკური დავალების მომზადება

წარმატებული ტესტირების შემდეგ ექსპერტი შეიმუშავებს ტექნიკურ დავალებას სამაგიდო თამაშის ფიზიკური კომპონენტების მწარმოებლისთვის. ტექნიკური დავალებაში აღწერილი იქნება თამაშის კომპონენტების ტექნიკური მახასიათებლები და სასურველი დიზაინი.

ძირითადი მოთხოვნა: ტენდერში მონაწილეობა შეუძლია ფიზიკურ პირს.

წყარო: jobs.ge