en
ge

ტენდერი კვლევითი მომსახურების შესყიდვის შესახებ

ტენდერი კვლევითი მომსახურების შესყიდვის შესახებ - „მდგრადი ინოვაციების პოტენციალი ბიზნეს სექტორში“ კვლევა.

„სიდა/გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი“ წარმოადგენს არასამეწარმეო იურიდიულ პირს, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და პროგრესული მომავლის შექმნას, ბიზნესის ჩართულობით და მდგრადი მიდგომების სტიმულირებით.

აღნიშნული მომსახურების შესყიდვა გათვალისწინებულია გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ "ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში" პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია შვედეთის მთავრობის მიერ.

კვლევის მიზანი: კვლევამ უნდა გამოავლინოს საქართველოში არსებული მდგომარეობა მდგრადი ინოვაციების მიმართულებით, შემდეგი საკითხების გათვალისწინებით: მდგრადი ინოვაციების პოლიტიკისა და არსებული მდგომარეობის მიმოხილვა; მდგრადი ინოვაციების მიმართულებით ქვეყანაში არსებული ტრენდები; მდგრადი ინოვაციების მიმართულებით საქართველოში მომუშავე კომპანიების/სტარტაპების საქმიანობის მიმოხილვა; მდგრადი ინოვაციების მიმართულებით ქვეყანაში არსებული ბარიერების ანალიზი; მდგრადი ინოვაციების მიმართულებით ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვა; მდგრადი ინოვაციების მიმართულებით ინოვაციების განვითარების პოლიტიკის მიმოხილვა, მაგ., შვედეთის, ნიდერლანდების და ესტონეთის მაგალითებზე. მდგრადი ინოვაციების მიმართულებით არსებული პროგრამების მიმოხილვა; მდგრადი ინოვაციების მიმართულებით ქვეყნის პოტენციალის შეფასება და განსახორციელებელი პოტენციური პროგრამების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება.

წყარო: jobs.ge