en
ge

გერმანული და ინგლისური ენების კურსი

  • სწავლა
  • გამომცხადებელი: მიუნსტერის უნივერსიტეტი
  • დაწყების თარიღი: 25.09.2013
  • ბოლო ვადა: 25.10.2013
  • ბმული: http://jobs.ge/63362/
მიუნსტერის უნივერსიტეტი (გერმანია) და საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს გერმანული და ინგლისური ენის ერთობლივ კურსს.
კურსი გულისხმობს გერმანული ან ინგლისური ენის 8 კვირიან მოსამზადებელ კურსს - 5 კვირა საქართველოს უნივერსიტეტში და 3 კვირა მიუნსტერის უნივერსიტეტში. ენის კურსების დამთავრების შემდეგ მონაწილენი მიიღებენ მიუნსტერის უნივერსიტეტის საერთაშორისო ენის დიპლომს. დიპლომი გერმანულ ენაში შესაძლებლობას მისცემს მონაწილეებს გააგრძელონ სწავლა მიუნსტერის უნივერსიტეტში.
მიუნსტერის უნივერსიტეტის ფარგლებში კულტურული პროგრამის და ბანკეტების საფასურს ანაზღაურებს მიუნსტერის უნივერსიტეტი.
კურსის ფასი: 1,880 ევრო (ფასი მოიცავს სწავლას გერმანიაში, გერმანიაში გაგზავრობას (გამგზავრება აგვისტოში), ცხოვრებას საუკეთესო სტუდენტურ სასტუმროში უნივერსიტეტთან და ქალაქის ცენტრთან ახლოს, საუზმეს, კულტურულ პროგრამას).
ექსკურსიები: ბელგიაში, ჰოლანდიაში, კიოლნში, დუსელდორფში, ბრემენში და სხვა).
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2013 წლის 1 ნოემბერი (ადგილები შეზღუდულია).
სარეგისტრაციო საბუთები:
** 2 ფოტოსურათი 3x4
** პირადობის მოწმობის ასლი
** პასპორტის ქსერო ასლი - 2 ცალი
** CV
** სამოტივაციო წერილი;
** ორი სარეკომენდაციო წერილი.
დარეკე ახლავე! დარეგისტრირდი ახლავე! მოემზადე წარმატებისთვის ახლავე!
საქართველოს უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა
IV კორპუსი, ოთახი 618
ტელ: 599 230673
წყარო:jobs.ge