en
ge

დასაქმების და კარიერული განვითარების სერვისები იმერეთსა და შიდა ქართლში

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების სერვისებს იმერეთსა და შიდა ქართლში.

ქუთაისსა და გორში შექმნილ დასაქმების ცენტრებში კვალიფიციური კონსულტანტები დაგეხმარებიან კარიერულ განვითარებასა და სასურველი სამუშაოს მოძიებაში.

თქვენ შემოგთავაზებენ:

  • შეისწავლოთ როგორ უნდა მოამზადოთ CV, სამოტივაციო წერილი და მოიძიოთ თქვენთვის სასურველი სამსახური;
  • ჩაერთოთ პროფესიული მომზადების/გადამზადების კურსში და დაეუფლოთ თქვენთვის სასურველ პროფესიას;
  • გაიაროთ სტაჟირება წარმატებულ ბიზნეს კომპანიაში;
  • ისარგებლოთ კვალიფიციური დასაქმების კონსულტანტების დახმარებით სასურველი სამუშაოს მოძიების პროცესში.

დასაქმების სერვისების მიღება შეუძლია ნებისმიერ ზრდასრულ პირს, რომელიც ცხოვრობს იმერეთის ან შიდა ქართლის რეგიონში. სერვისებით სარგებლობა უფასოა. 

გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა. ორგანიზაციის კონსულტანტები დაგიკავშირდებიან თქვენ მიერ მითითებულ ნომერზე.

წყარო: EDEC-ის გვერდი სოციალურ ქსელში