ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი აცხადებს ვაკანსიას რეგულარული პერსონალური ასისტენტის სერვისის ადმინისტრირებისა და მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
რეგულარული პერსონალური ასისტენტის სერვისის ადმინისტრირებისა და მონიტორინგის სპეციალისტის მიერ შესასრულებელი სამუშაო მოიცავს:
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგულარული პერსონალური ასისტენტის პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარებისგან საჭირო მონაცემების, დოკუმენტების შეგროვება, დახარისხება, სამუშაო ფორმების სწორად შევსების უზრუნველყობა და სერვისთან/პროგრამასთან დაკავშირბეული სხვა აუცილებელი დოკუმენტების სათანადოდ წარმოება და შენახვა.
- ბენეფიციარის საჭიროებების განსაზღვრა და პროგრამაში ჩართვის უზრუნველყოფა.
- ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 18 თებერვლის №01-13/ნ ბრძანებისა და ამავე ბრძანების დანართების შესაბამისად პროგრამის/სერვისის განხორციელების უზრუნველყოფა და პერიოდული შეფასება-მონიტორინგი.
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგულარული პერსონალური ასისტენტის სერვისში/პროგრამაში ჩართულ ბენეფიციარებთან, მათ ოჯახებთან მჭიდრო კომუნიკაცია სერვისის/პროგრამის სათანადოდ განხორციელბისა და მონიტორინგის მიზნით.
- პერსონალური ასისტენტების მიერ განხორციელებული სამუშაოების მონიტორინგი ყოველთვიური შინაარსობრივი ანგარიშების და საათობრივი აღრიცხვის ფორმების წარმოების, წარდგენის და შეფასების გზით.
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისის შესახებ შეგროვებული ინფორმაციის, დოკუმენტების დამუშავება და ანალიზი, საბოლოო ანგარიშის პროექტის გუნდთან და ყველა დაინტერესებულ პირთან, მათ შორის ბენეფიციარებთან, სერვისის/პროგრამის სპეციალისტებთან, პროგრამის/სერვისის განმახორციელებელთან (ქალაქ ბათუმის მერიასთან) წარდგენა პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად.
ანაზღაურება: თვეში 600 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით).
აუცილებელი მოთხოვნები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგულარული პერსონალური ასისტენტის სერვისის/პროგრამის ადმინისტრირებისა და მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე დასაქმების მსურველთათვის:
კვალიფიკაცია:
- უმაღლესი განათლება
- შშმ პირებთან ურთიერთობის და შშმ პირთა საკითხებზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.
- ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 18 თებერვლის №01-13/ნ ბრძანებისა და მისი დანართების კარგი ცოდნა (ბრძანება და დანართები იხ.)
უნარ-ჩვევები:
- მაღალი მიმღებლობა შეზღუდული შესაძლებლობის მიმართ
- დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი
- ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა
- კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- კომპიუტერულ პროგრამებთან (Word, Excel, PowerPoint) მუშაობის უნარი
რეგულარული პერსონალური ასისტენტის სერვისის/პროგრამის ადმინისტრირებისა და მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე დასაქმების მსურვლთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები:
- პირადობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი
- რეზიუმე / CV
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სასურველია სამედიცინო ან/და სოციალური მეცნიერებების მიმართლებით განათლება).
აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების მსურველ პირებს, თქვენი საბუთების გამოგზავნა შეგიძლიათ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: batumi.ilc@gmail.com ან მატერიალური სახით მისამართზე: ბათუმი, ფარნავაზ მეფის (ყოფილი ტელმანის) ქ. N135.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 557 57 40 00